Top Icons Home Contact

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1994 წლიდან ჯგუფის სახით არსებობდა, 1996 წლის აპრილში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასოციაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ორი მოადგილე ჰყავს.

ასოციაციის დირექტორთა საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ საკითხებზე.

ასოციაციასთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციაში შემავალი ქალთა ჯგუფების ლიდერი ქალებისგან.

ასოციაციას ფილიალები გააჩნია ქ. გორში (შიდა ქართლი), წყალტუბოში (იმერეთი), გარდაბანში (ქვემო ქართლი).


ორგანიზაციის მისია:

ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას.


საქმიანო ბის ძირითადი მიმართულებები:

- ქალებისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;

- მშვიდობის აღმშენებლობა;

- იგპ პრობლემათა ადვოკატირება;

- გენდერული თანასწორობის იდეის დამკვიდრება;

- სწორი ინფორმაციის გავრცელება.

ამ ღონისძიებათა გატარებით კი - დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება.


ასოციაცია ატარებდა და მხარს უჭერდა სოციალურ, ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ გამოკვლევებსა და დევნილთა, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას.

ასოციაცია ჩართულია შემდეგ საერთაშორისო და ეროვნულ ქსელებში: სამხრეთ კავკასიის ქალთა ქსელი "ვმუშაობთ ერთად კავკასიაში", ლტოლვილთა და დევნილთა საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციათა ქსელი CRINGO (დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით), ქალთა ორგანიზაციების ქსელი "ქალები მშვიდობისათვის" და რეგიონალური კოალიცია "ქალთა ერთიანობა მშვიდობისათვის" (UNIFEM-ის მხარდაჭერით), თანამშრომლობს, აგრეთვე, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის  კომიტეტებთან სამხრეთ კავკასიაში.


ასოციაცია თანამშრომლობს ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


დონორები და პარტნიორები: ევანგელისტურ ეკლესიათა ასოციაცია EED (გერმანია), დანიის ლტოლვილთა საბჭო DRC, ფონდი HAELLA (ნიდერლანდები), გაერო-ს ქალთა ფონდი UNIFEM, ფონდი "Conciliation Resources" (დიდი ბრიტანეთი).  CARE International, Hilsfwerk Austria და Austrian Development Cooperation, EU, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო). 


ორგანიზაციის განვითარებასა და პროგრამებს მხარი დაუჭირეს UNHCR (გლუკი), UNV (გაერო-ს მოხალისეები), CFTC - "Canadian Feed the Children" (კანადა), დემოკრატიის ინსტიტუტმა აღმოსავლეთ ევროპაში IDEE (აშშ), ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ NRC, ფონდმა BERGHOF (გერმანია), ორგანიზაციამ CORD AID, მშვიდობის საერთაშორისო საბჭომ IKV, საერთაშორისო სამედიცინო კორპუსმა IMC და ა.შ.

 

ასოციაციის თავმჯდომარე და მოადგილეები

იულია ხარაშვილი
ასოციაციის თავმჯდომარე დაარსების დღიდან, 1994 წლიდან. იულია ხარაშვილი სერტიფიცირებული ტრენერია, ხელმძღვანელობს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებს, აწყობს სამშვიდობო ბანაკებსა და ახალგაზრდა მოხალისეთა დიალოგებს მშვიდობისათვის.

ტელ.: (995 32) 74 81 23


ლიანა ბერია
ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე პროგრამების დარგში. სერტიფიცირებული ტრენერია. CRINGO-ს ქსელის საკოორდინაციო საბჭოს წევრი

მობ. ტელ.: (995 99) 27 03 48


მარინა ფოჩხუა
ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში, სერტიფიცირებული ტრენერია

ტელ.: (995 32) 34 85 57
მობ. ტელ.: (995 99) 90 04 44 

სათაური
ელ-ფოსტა
User:
Password:
სათაური
პარტნიორები
შექმნილია არტ-მედია ჯგუფის მიერ
ყველა უფლება დაცულია © იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"