პროგრამები და მიმდინარე პროექტები
1. მულტიკულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების კომისია
კომისიის მიზანია წარმოაჩინოს იგპ-თა ინტერესები და გადაუჭრას პრობლემები მათ ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილზე, მოახდინოს მათი მშვიდობიანი დაბრუნების ადვოკატირება შერიგებისა და მშვიდობის აღმშენებლობის პროგრამების მეშვეობით. კომისიაში შედიან საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების, მასმედიის, ბიზნესის წარმომადგენლები. სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ადამიანები მუშაობენ.
კომისიის საქმიანობა პირველ ეტაპზე გულისხმობს, მაგრამ არ იზღუდება, ტრენინგებითა და კონსულტაციებით კომისიის წევრებისათვის, მსჯელობით ახალ ინიციატივებზე, როგორებიცაა: კონფლიქტის მოგვარების კონცეფცია, მშვიდობიანი ინიციატივები, ადვოკატირება, იგპ-თა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება.
კომისიის საქმიანობის ფარგლებში ტარდება ტრენინგები საზღვრისპირა ზონების ადგილობრივი ადმინისტრაციისათვის, სამოქალაქო ფორუმები, ერთობლივი სემინარები მთავრობისა და თემის აქტივისტებისათვის, დებატები აქტუალურ თემებზე.
2. EED - დევნილები ინტეგრაციისთვის და შერიგებისთვის (11.2007 – 11.2010)
3. ევროკავშირი - ვიმუშავოთ ერთად თანაბარი უფლებებისთვის (02.2009 – 07.2011)
4. Austrian Development Agency, Hilfswerk Austria - ახალგაზრდების განათლება მშვიდობის და გენდერის სფეროში სამხრეთ კავკასიაში (06.2008 – 05-2010)
5. Austrian Development Agency, Hilfswerk Austria – VET ცენტრი გორში (11.2008 – 11.2010)
6. Care International - დევნილთა სტაბილიზაციის და ინტეგრაციის ხელშეწყობა (10.2009 – 10. 20012)
7. Care International - ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება კავკასიის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის მისაღებად (02.2010 – 01.2013)
8. UNIFEM - ერთად მშვიდობიანი მომავლისკენ (02.2009 – 09.2009)
9. ასოციაციის ფილიალი გორში
ფილიალი გაიხსნა 2002 წელს. ფილიალის მოხალისეები ცდილობენ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართონ დევნილები.
ერთი წლის მანძილზე მოხალისეებს უტარდებოდათ საგანმანათლებლო ტრენინგები.
ტარდება ქალებისა და ახალგაზრდების შეკრებები, მუშაობა ბავშვებსა და მოზარდებთან.
დიდი ყურადღება ეთმობა იგპ-თა პრობლემების ადვოკატირებას - დამყარებულია სამუშაო კავშირები ადგილობრივ ადმინისტრაციასთან.
ფილიალში გახსნილია სხვადსხვა ხელობის შემსწავლელი კურსები (ჭრა-კერვის, დურგლობის, ქსოვის და სხვა).
10. ასოციაციის ფილიალი წყალტუბოში
ასოციაცია ხელს უწყობს დევნილი ქალების წამოწყებას მცირე ბიზნესში
მუშაობს სხვადასხვა წრეები (ენების, ქსოვის, მუსიკის) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერები სისტემატურად უტარებენ დევნილ ქალებს ტრენინგებს ლიდერობისა და ოჯახური ძალადობის აღკვეთის თემებზე, ატარებენ მეცადინეობებს მცირე ბიზნესში.
ექიმთა მობილური ჯგუფი ატარებს იგპ-თა პროფილაქტიკურ შემოწმებასა და კონსულტაციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნის მათ სამკურნალო დაწესებულებებში. დევნილებს უტარდებათ იურიდიული კონსულტაციები.






