გრძელდება პროექტი “პოლონეთის დახმარება” – საქართველოს 5 ცენტრში: ბორჯომი, იანეთი, გარდაბანი, გორი, წყალტუბო. მუშაობს სამთვიანი კურსები - კომპიუტერის შემსწავლელი, ჭრა-კერვის, დურგლობის. ბორჯომში დევნილებს ეხმარებიან კვალიფიციური მედდები.
25-27 ივლისს ტარდება ტრენინგი მოხალისეობაზე ბორჯომში. ტრენინგი ტარდება კომპაქტურად მცხოვრებ დევნილთათვის. 28-29 ივლისს ტარდება ტრენინგი წყალტუბოში აგრეთვე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთათვის. ტრენინგს ატარებენ პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის “Global solidarity association“ წევრები, სერტიფიცირებული ტრენერები რენატა დობჟინსკა, იაცეკ ვნუკი და მეჩისლავ პუზევიჩი.






