24 ივლისს EED (Evangelischer Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის ფარგლებში - “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის” ჩატარდა მრგვალი მაგიდა ქალთა კოალიცია “ქართველ და რუს ქალთა ასოციაციის” წევრთა მონაწილეობით...
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა: იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობამ”, კოალიციამ დევნილთა უფლებებისათვის, “ცხინვალის სახლმა”, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ, “სამეგრელო მედეამ”, ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა, ქართულ -აფხაზურმა კავშირმა “პირისპირ”, პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “Global solidarity association”, ფონდმა “ტასო,” აგრეთვე აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრომ და ჯურნალისტმა მოსკოვიდან ვიქტორია ივლევამ.
მრგვალ მაგიდაზე განხილული ძირითადი საკითხი - სტაბილური მშვიდობის დამყარება და დიალოგი ზაზღვრებს მიღმა იყო.
აღინიშნა, რომ ასეთი დიალოგის წარმართვის მიზნით შეიქმნა კოალიცია “ქართველ და რუს ქალთა ასოციაცია”.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რათა საზოგადოებამ გაიგოს მშვიდობის ფასი, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ფასეულია. სამწუხაროდ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ახალგაზრდაა და გამოუცდელი, მაგრამ მაინც ბევრს აკეთებს მშვიდობიანი პროცესებისათვის.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი მსგავსი პროცესი მიმდინარეობს. ბევრგან სამხედრო კონფლიქტები მძვინვარებს, იგრძნობა დემოკრატიის ნაკლებობა. აღინიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მუსაობა უწევთ არა კონფლიქტის პრევენციაზე, არამედ მის შედეგებთნ.
აგრეთვე აღინიშნა, რომ კონფლიქტის პრევენციისათვის აუცილებელია ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევა, სხვადასხვა დონეზე შეხვედრები, ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლების მშვიდობის მშენებლობის პროცესებში დაგვეხმარება. ქართული და რუსული საზოგადოებები საკმაოდ დაცილებულებია. ამის დასაძლევად აუცილებელია მსჯელობა საერთო ფასეულობებსა და სამშვიდობო პროცესზე, საერთო ხედვის გამომუშავება. კონტაქტები შესაძლებელია ინტერნეტით – თავისუფალი საინფორმაციო ინსტრუმენტით. შემოთავაზებულ იქნა მშვიდობის დღეს, 21 სექტემბერს, საერთო აქციის ჩატარება საქართველოსა და რუსეთში.






