Header image  

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია
"თანხმობა"

 
line decor
  

line decor
 


E-Mail

Password


ჩვენს შესახებ

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1994 წლიდან ჯგუფის სახით არსებობდა, 1996 წლის აპრილში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასოციაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ორი მოადგილე ჰყავს.

ასოციაციის დირექტორთა საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ საკითხებზე.

ასოციაციასთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციაში შემავალი ქალთა ჯგუფების ლიდერი ქალებისგან.

ასოციაციას ფილიალები გააჩნია ქ. გორში (შიდა ქართლი), წყალტუბოში (იმერეთი), გალის რაიონის ქვედა ზონის სოფ. ნაბაკევში (აფხაზეთი).


ორგანიზაციის მისია:

ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას.


საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

- ქალებისა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლება;

- მშვიდობის აღმშენებლობა;

- მცირე ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას;

- იგპ პრობლემათა ადვოკატირება;

- გენდერული თანასწორობის იდეის დამკვიდრება;

- სწორი ინფორმაციის გავრცელება.

ამ ღონისძიებათა გატარებით კი - ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესება.


ასოციაცია ატარებდა და მხარს უჭერდა სოციალურ, ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ გამოკვლევებსა და ადგილნაცვალ პირთა, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას. ასოციაციას გააჩნია პუბლიკაციები და პერიოდული გამოცემები.


ასოციაცია ჩართულია შემდეგ საერთაშორისო და ეროვნულ ქსელებში: სამხრეთ კავკასიის ქალთა ქსელი "ვმუშაობთ ერთად კავკასიაში", ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციათა ქსელი CRINGO (დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით), ქალთა ორგანიზაციების ქსელი "ქალები მშვიდობისათვის" და რეგიონალური კოალიცია "ქალთა ერთიანობა მშვიდობისათვის" UNIFEM-ის მხარდაჭერით), თანამშრომლობს, აგრეთვე, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ეროვნულ კომიტეტთან.


ასოციაცია თანამშრომლობს ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


დონორები და პარტნიორები: ევანგელისტურ ეკლესიათა ასოციაცია EED (გერმანია), დანიის ლტოლვილთა საბჭო DRC, ფონდი HAELLA (ნიდერლანდები), გაერო-ს ქალთა ფონდი UNIFEM, ფონდი "Conciliation Resources" (დიდი ბრიტანეთი).


ორგანიზაციის განვითარებასა და პროგრამებს მხარი დაუჭირეს UNHCR (გაერო-ს გლუკი), UNV (გაერო-ს მოხალისეები), CFTC - "Canadian Feed the Children" (კანადა), დემოკრატიის ინსტიტუტმა აღმოსავლეთ ევროპაში IDEE (აშშ), ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ NRC, ფონდმა BERGHOF (გერმანია), ორგანიზაციამ CORD AID, მშვიდობის საერთაშორისო საბჭომ IKV, საერთაშორისო სამედიცინო კორპუსმა IMC და ა.შ.


ასოციაციის თავმჯდომარე და მოადგილეები

იულია ხარაშვილი

ასოციაციის თავმჯდომარე დაარსების დღიდან, 1994 წლიდან. იულია ხარაშვილი სერტიფიცირებული მწვრთნელია, ხელმძღვანელობს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებს, აწყობს სამშვიდობო ბანაკებსა და ახალგაზრდა მოხალისეთა დიალოგებს მშვიდობისათვის, რედაქტორობს საბავშვო ჟურნალს "თეთრი წერო".

ტელ.: (995 32) 74 01 23
ელ. ფოსტა: iulia.kharashvili@idpwa.org.ge; julia.kharashvili@unv.org.ge


ლიანა ბერია

ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე პროგრამების დარგში. სერტიფიცირებული მწვრთნელი. CRINGO-ს ქსელის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

მობ. ტელ.: (995 99) 27 03 48
ელ. ფოსტა: liana@idpwa.org.ge


მარინა ფოჩხუა

ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში, სერტიფიცირებული მწვრთნელი.

ტელ.: (995 32) 34 85 57
მობ. ტელ.: (995 99) 90 04 44
ელ. ფოსტა: mpochkhua@idpwa.org.ge mpochkhua@gol.ge;


ასოციაციის მისამართი:

0102 თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 21
ტელ./ფაქსი: (995 32) 96 44 58
ელ. ფოსტა: admin@idpwa.org.ge
 
             
 

ახალი ამბებიჩვენს შესახებდირექტორთა საბჭოპროგრამებიპუბლიკაციებიდაგვიკავშირდით