|
17-20
ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაცია
EED
მიერ ორგანიზებული ოთხდღიანი სემინარი “არ
ავნო!”
სემინარში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების
არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
მონაწილეებამა აღნიშნეს, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რა პროექტს
ასრულებენ, შესაძლებელია მეთოდი “არ ავნო”-ს გამოყენება. ძალზე
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პროექტი იყო რეგიონალური. სამხრეთ კავკასიის
ქვეყნების მოსახლეობაში ძალიან ბევრი საერთოა, რაც აისახება
მსოფლმხედველობაში, ტრადიციებსა და ადათებში; სწორედ ამაზეა აგებული ამ
სამი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. საერთო მიზანია –
ახალი მეთოდის შესწავლა, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება და გამოცდილების
ურთიერთგაზიარება. სემინარში მონაწილეობამ ხელს უწყობს ახალი მეთოდების
გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას, რაც განპირობებულია მონაწილე
ორგანიზაციების მუშაობის სხვადასხვა მიმართულებით. სემინარის დროს
გამოვლინდა ზოგიერთი ნეგატიური პრობლემაც და იყო მცდელობა ამ
პრობლემათა ანალიზის და გადალახვის. |