line decor
  

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

line decor

2007.10.22

21-22 ოქტომბერი, მრგვალი მაგიდა თემაზე  “კონფლიქტით დაშორებული საზოგადოებების დაახლოება. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის ანალიზი სერბეთსა და საქართველოში”  მონაწილეორგანიზაციები: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და სერბეთის ლტოლვილთა საბჭო. მრგვალი მაგიდა შედგა “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთის” ფარგლებში.

მონაწილეებმა გააანალიზეს კოსოვოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია, იმსჯელეს სახელმწიფო სტრატეგიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, ერთმანეთს გაუზიარეს პრობლემის მოგვარების საკუთარი გამოცდილება. მომხსენებლები საუბრობდნენ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე დატოვებულ ტერიტორიებზე, იმსჯელეს სამშვიდობო პროცესების მართვისას დემოკრატიულ სრტანდარტებზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, განიხილეს გარდამავალი პერიოდის კანონმდებლობა, იმსჯელეს იძულებითი მიგრაციის პერსპექტივებზე, ეკოლოგიურად სუფთა საინფორმაციო სივრცეზე, საკუთრების საკითხებზე, ომის მსხვერპლთა ინტეგრაციაზე, ვეტერანთა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და ა.შ.

დისკუსიიის დროს გამოვლინდა პრობლემების მსგავსება სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთის ქვეყნებში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტაქტების გაგრძელებასა და გაღრმავების თაობაზე. აღინიშნა, რომ უნდა გამონუშავდეს პრობლემების გადაჭრის ერთობლივი მიდგომები.