|
8-9 დეკემბერს
ბორჯომში შედგა მულტიკულტურული დიალოგის კომისიის სამუშაო შხვედრა.
მულტიკულტურული დიალოგის კომისიაში შედიან როგორც სამთავრობო
სტრუქტურები, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ლტოლვილთა და
განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა; აფხაზეთის მთავრობის
წარმომადგენლებმა, კერძოდ, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების
მინისტრმა დალილა ხორავამ; დევნილთა საქმეების
დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ წერედიანმა და
სხვა.
არასამთვრობო ორგანიზაციები - იძულებით გადაადგილებულ
ქალთა ასოციაცია ”თანხმობა” - ცენტრალური და რეგიონალური ოფისების
წარმომადგენლები;
კულტურულ-ჰიმანიტარული ფონდი ”სოხუმი” (ქუთაისი);
მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი); ”სამეგრელო-მედეა” (ზუგდიდი);
ჟურნალისტთა ასოციაცია ”პოსტფაქტუმი”; ექსკომბატანტთა კლუბი;
საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი;
”აფხაზინტერკონტი”. შხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
რაიონის კომპაქტურად ჩასახლებული ცენტრების წარმომადგენლებმა
შეხვედრის მიზნები -
-
შეხვედრა ბორჯომის რაიონში კომპაქტურად დასახლებულ
მცხოვრებ დევნილებთან;
-
დევნილთა პრობლემების წარმოჩენა;
-
შეხვედრა ახლად დანიშნულ ლტოლვილთა და განსახლების
მინისტრთან კობა სუბელიანთან და მისთვის არსებული
პრობლემების გაცნობა
-
პრობლემების გადაჭრის გზების განსაზღვრა;
-
პირველრიგოვანი ამოცანების დასახვა და მათი
მიწოდება მთვრობისადმი. პრობლემების გადაწყვეტის ხედვა.
დაადგინეს, რომ კონსულტაციები იმავე შემადგენლობით უნდა
გაგრძელდეს. |