|
11 დეკემბერს
კინოს სახლში ჩატარდა ფილმის ”შენი ტკივილი - ჩემი საზრუნავია”
პრეზენტაცია. ფილმი შეიქმნა სომხეთის ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის
(სომხეთი) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის”
(საქართველო) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს
ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მოიცავდა იმ ადამიანთა პრობლემებს,
რომლებიც ვერ მოხვდნენ ვერც ერთ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც
იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ლტოლვილებთან მუშაობს,
ადამიანების, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ცხოვრობენ
კერძო სექტორში - ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან. გადაღებულ
იქნა ერთობლივი ფილმი, რომელიც ამ პრობლემებზე მოგვითხრობს.
|