line decor
  

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

line decor

2008.01.19

გარდაიცვალა ჩვენი დიდი მეგობარი, მულტიკულტურული დიალოგის კომისიის წევრი, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, ოთარ კუხალაშვილი.

ხშირად გვტოვებენ საუკეთესონი. ოთარ კუხალაშვილი, უდავოდ, ნიჭიერი ადამიანი იყო. ის გახლდათ დემოკრატი, მისიანი - უბრალო ხალხისთვის. ამავე დროს ოთარი მკაფიოდ გრძნობდა დროის მოთხოვნებს. მან ყველაფერი იცოდა თითოეული დევნილის შესახებ, პირადად იცნობდა ყველა დევნილს და იცოდა მისი საჭიროებების შესახებ, მუდამ მათ გვერდით იყო. და ადამიანები მას სიყვარულითა და ნდობით პასუხობდნენ. ოთარ კუხალაშვილის წასვლა მისი ახლობლების დიდი ტკივილია, დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, რადგან არც ისე ბევრი გვყავს ასეთი თავდადებული და საქმისადმი ერთგული ადამიანი. ეს უსაზღვრო დანაკლისია ყველა მისი მეგობრისათვის, ყველასთვის, ვინც მას იცნობდა, ვისაც მძიმე წუთებში დახმარებია. ძვირფასი მეგობრის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.