|
2008 წლის 19-დან 25 იანვრამდე ლონდონში, ორგანიზაციის ”შერიგების რესურსები” ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობდა ქართული და აფხაზური პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე შეფასდა პარტნიორების მიერ შერიგების, სახალხო დიპლომატიისა და კონფლიქტის შედეგების სფეროში გაწეული მუშაობა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ ”თანხმობა”, კერძოდ კი ასოციაციის თავმჯდომარემ ქ-ნმა იულია ხარაშვილმა. |