line decor
  

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

line decor

2008.02.19

19 თებერვალს სასტუმრო ”ამბასადორში” შედგა ლტოლვილთა დანიის საბჭოს ქსელური შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით პროექტის ”სახელმწიფო-სამოქალაქო დიალოგის გაძლიერება კოლექტიურ ცენტრებში მოსახლე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხებზე” ფარგლებში. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა” შეხვედრაზე მონაწილეობდა პარტნიორის სახით. შეხვედრას ესწრებოდნენ 60 მეტ კომპაქტურ ცენტრში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრი კობა სუბელიანი. შეხვედრის მიზანი იყო - იძულებით გადაადგილებულ პირთა და სახელმწიფოს შორის განსახლების საკითხებზე დიალოგის გამართვა. შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია ”თანხმობის” თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა და თავმჯდომარეს მოადგილემ ლიანა ბერიამ.