line decor
  

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

line decor

2008.06.05

2008 წ. 5 ივნისს შედგა მულტიკულტურული კომისიის დიალოგის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ხდომაზე  იმსჯელეს ადგილობრივ კომპაქტურ ცენტრბში ჩასახლებულ დევნილთა პრობლემებზე (ელექტროენერგიის დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე. კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე მომდევნო წლისათვის).

სხდომაზე დაადგინეს:

1.      შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

ა) ხედვის ჩამოყალიბება;

ბ) კომპაქტური ცენტრის განსაზღვრა;

გ) ოჯახის ცნების შემოღება;

დ) ფართის სტატუსის განსაზღვრა;

ე) კანონში ცვლილებების შეტანა;

ვ) MRA/ MED მოლაპარაკება მართვის/განკარგვის უფლების გადაცემაზე.

2. “შეჭრის” ფაქტებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის შემუშავება.

3. საპილოტო პროექტები – პასპორტიზაცია და დროებითი   ორდერები /ხელშეკრულებები.

4. მესაკუთრეთა შესახებ კანონში დათქმა დევნილთა CC-ზე.

5. Status-quo –ს შენარჩუნება და შემდგომი გადაადგილების მონიტორინგი +შეზღუდვა ნორმატიული აქტით

6. ქალაქისა და რაიონების დონეზე MRA-ის სამუშაო რგოლების აღდგენა/ ჩამოყალიბება