|
 |
პუბლიკაციები
|
სამხრეთ კავკასიის ქალთა ქსელის
"ვმუშაობთ ერთად კავკასიაში" საინფორმაციო ბიულეტენი.
დაარსდა 2002 წელს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ინსტიტუტის
IDEE მიერ (აშშ), როგორც ქსელური მუშაობის ორგანო. გამოიცემა
კვარტალურად, ევანგელისტური ეკლესიების ასოციაციის EED
ფინანსური მხარდაჭერით. გამოიცა 15 ნომერი რუსულ და ქართულ
ენებზე. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ბიულეტენი
უფასოდ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და შეიცავს
საინფორმაციო მასალას ამ ორგანიზაციის საქმიანობისა და
დონორების შესახებ, აგრეთვე საგანმანათლებლო მასალას
მწვრთნელებისთვის. |
 |
|
|
|
|
ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს გაერო-ს ეგიდით გამომავალი
ყოველთვიური უფასო ინტერაქტიული საბავშვო ჟურნალის "თეთრი
წეროს" შედგენასა და გავრცელებაში. 10000 ეგზემპლიარი
ყოველთვიურად ვრცელდება იგპ-ებსა და ეთნიკურ უმცირესობათა
შორის, აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში. |
 |
|
|
|
სახელმძღვანელო არასამთავრობო ორგანიზაციისათვის "ვმუშაობთ
ერთად კავკასიაში" (რუსულ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებზე), თბილისი, 2000. გამოიცა აღმოსავლეთ ევროპაში
დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და მხარდაჭერით და
ტრენინგების ჩატარების შემდეგ დაურიგდა სამხრეთ კავკასიის
ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. |
 |
|
|
|
ლუმინიცა პეტრესკუ, მოქმედება: კომუნიკაციის ძირითადი
ფორმა, თბილისი, 2002 (რუსულ და ქართულ ენებზე). გამოიცა
აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ინსტიტუტის (IDEE, აშშ)
ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის
კულტურულ და საგანმანათლებლო საქმეთა ბიუროს ფინანსური
მხარდაჭერით. გამოცემა ვრცელდება აქტიური კომუნიკაციის
ტრენინგის მონაწილეთა შორის. |
 |
|
|
|
რ. იაგიაევი, მოსწავლეთა სამართლებრივი აღზრდა.
სამართლებრივი საკითხების დამუშავებისა და რეკომენდაციათა
კრებული კლასგარეშე მუშაობისთვის (რუსულ ენაზე), თბილისი,
2002. ბროშურა მოამზადა იგპ ქალთა ასოციაციის "თანხმობა" და
ყირიმელ მასწავლებელთა საბჭოს კავკასიისა და ყირიმის
კონფლიქტის ზონების ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების
ერთობლივი პროგრამის მწვრთნელმა. გამოცემა განხორციელდა
აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ინსტიტუტის (IDEE, აშშ)
მხარდაჭერითა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურულ და
საგანმანათლებლო საქმეთა დეპარტამენტის ბიუროს ფინანსური
მხარდაჭერით. გამოცემა გავრცელდა ტრენინგის ახალგაზრდა
მონაწილეთა შორის. |
 |
|
|
|
რ. იაგიაევი, ვიცით, როგორ დავიბრუნოთ მშვიდობა.
მასალები სამშვიდობო ბანაკების ჩასატარებლად (რუსულ ენაზე),
თბილისი, 2003. ბროშურა მოამზადა იგპ ქალთა ასოციაციის
"თანხმობა" და ყირიმელ მასწავლებელთა საბჭოს კავკასიისა და
ყირიმის კონფლიქტის ზონების ახალგაზრდობის სამოქალაქო
განათლების ერთობლივი პროგრამის მწვრთნელმა. გამოცემა
განხორციელდა Canadian Food the Children-ის ფინანსური
მხარდაჭერით და გავრცელდა ახალგაზრდული დიალოგის მონაწილეთა
შორის. |
 |
|
|
|
ქალის თვალით - ინტერვიუ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და
საქრთველოდან ლტოლვილ და ადგილნაცვალ ქალებთან (ინგლისურ და
რუსულ ენებზე), თბილისი, 2002. პროექტი განხორციელდა
კანადის ორგანიზაცია Canadian Food the Children-თან
თანამშრომლობით, საერთაშორისო განვითარების კანადის სააგენტოს
(CIDA) ფინანსური მხარდაჭერით. |
 |
|
|
|
ახალგაზრდული ბანაკი ყირიმში, თბილისი, 2002. პროექტი
განხორციელდა კანადის ორგანიზაცია Canadian Food the
Children-თან თანამშრომლობით. |
 |
|
|
|
ქალთა და ბავშვთა უფლებები საქართველოში, თბილისი, 2002.
პროექტი განხორციელდა UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით.
გამოცემა გავრცელდა საქართველოს თემების იგპ-თა და
საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. |
 |
|
|
|
ახალგაზრდული სამშვიდობო ბანაკი ყირიმში, თბ., 2003.
პროექტი განხორციელდა კანადის ორგანიზაციასთან Canadian Food
the Children თანამშრომლობით. |
 |
|
|
|
ახალგაზრდა მოხალისეთა დიალოგი მშვიდობისათვის, თბილისი,
2004. ფინანსური მხარდაჭერა - შვეიცარიის წითელი ჯვარი,
DRC, UNV, EED, "შერიგების რესურსები". |
 |
|
|
|
ვაშენებთ მშვიდობას, სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის
მშვიდობის აღმშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების
საკითხებზე, 2004 (ქართულ და რუსულ ენებზე). გამოცემა
განხორციელდა ქსელ CRINGO-ს ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი
პროექტის ფარგლებში. ფინანსური მხარდაჭერა - DRC (ქართული
ვარიანტი) და EED (რუსული ვარიანტი). გავცელდა პედაგოგებს
შორის, რომლებმაც ასოციაციის მწვრთნელებთან გაიარეს
ტრენინგები. |
 |
|
|